კონფერენცია თემაზე: “საქართველოში კონსტიტუციური პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები”

11 იანვარი
თემაზე: "საქართველოში კონსტიტუციური პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები". კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო და სტუდენტურ საკონსტიტუციო კომისიაში დღეისათვის შემუშავებული კონსტიტუციის სხვადასხვა პროექტები. კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის დეკანი, ზაზა მარუაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დევი ხვედელიანი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის მეცნიერებმა და საზოგადოების ცნობილმა პირებმა: ავთანდილ დემეტრაშვილმა, იაკობ ფუტკარაძემ, მინდია უგრეხელიძემ, თეიმურაზ შარმანაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და სხვებმა.