ვიზიტი თელავში

20 ივნისი 2009
იმყოფებოდა ქ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა უნივერსიტეტის ისტორიული შენობისა და განახლებული ბიბლიოთეკის დათვალიერება, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს და დაიგეგმა კონკრეტული საერთო ღონისძიებები. შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზშივე შედგა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი CSL-ისა და თესაუს გუნდებს შორის, ფეხბურთელებს კი გადაეცათ სამახსოვრო სერთიფიკატები.
საღამო დასრულდა თელავის ისტორიული ძეგლების მონახულებითა და ბანკეტით. კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური ერთობა მადლობას უხდის მასპინძელ ორგანიზაციას თანამშრომლობისა და საპატიო მიღების ორგანიზებისთვის.