შეხვედრა ილია მეორესთან

24 აგვისტო 2008
მეორესთან. მისი უწმინდესობის ინიციატივით შედგა დიალოგი იურისტებთან, სამართლის დოქტორებთან, მოსამართლეებთან სხვადასხვა ინსტანციებიდან, ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. სპეციალისტებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი საომარი ვითარების შესახებ, აგვისტოს პრეცენდეტის თაობაზე საერთაშორისო სამართლის, სახელმწიფო სამართლის, საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. განსაკუთრებული შეფასებები გაკეთდა ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის, ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა ერთსულოვანად დაუჭირეს მხარი მისი უწმინდესობის ინიციატივას "სახელმწიფო სამართალში" სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ.