კავკასიის სამართლის სკოლა ევროპული იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის წევრი გახდა

29 თებერვალი 2008
კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიურ დარგში, გიორგი სიმონგულაშვილმა და კავკასიის სამართლის სკოლის დეკანმა, ზაზა მარუაშვილმა.

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციამ თავის რიგებში ასოცირებული წევრის სტატუსით დააფიქსირა კავკასიის სამართლის სკოლა. კავკასიის სამართლის სკოლისათვის ევროპის რანგში ცნობადობა, შემდგომში ევროპული აკრედიტაციის მიღების, წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და მსოფლიო მასშტაბით უფრო ფართო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (ELFA) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის დონეზე სამართლის ისეთ ფაკულტეტებს წარმოადგენს, რომლებიც იურიდიულ საგანმანათლებლო და სატრეინინგო პროცესებში არიან ჩართულნი. ამჟამად ასოციაცია ძირითად ფოკუსირებას ევროპაში სამართლის სწავლების რეფორმირებაზე ახდენს. ELFA განსაკუთრებულ ყურადღებას აკრედიტაციასა და შეფასების ხარისხს აქცევს, რაც სამართლის სწავლების ევროპიზაციის ძირითად პირობას წარმოადგენს. ამასთან, ასოციაცია აქტიურად ცდილობს საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარებას სამართლებრივი განათლების სისტემაში და უზრუნველყოფს მისი წევრი ფაკულტეტების ჩართვას ამ სწრაფად განვითარებად სფეროში.