„აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore abc" კავკასიის უნივერსიტეტში

18 დეკემბერი 2019

14 დეკემბერს, „აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore abc-ის აუდიტის მიმართულების მენეჯერებმა სოფო აბაიაძემ და გივი დოლიძემ კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართეს, სადაც ისაუბრეს აუდიტორის და ბუღალტერის პროფესიის შინაარსსა და მნიშვნელობაზე, ასევე კომპანიაში დასაქმების პერსპექტივებზე.

 

Moore abc წარმოადგენს ბრიტანული წარმოშობის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი - Moore Global Network Limited-ის დამოუკიდებელი წევრ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება.

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited-ი წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

 

Moore abc 2008 წლიდან ეწევა მაღალი ხარისხის მომსახურეობას მთელი საქართველოს მასშტაბით და სთავაზობს კლიენტ ორგანიზაციებს საკონსულტაციო მომსახურეობის სრულ სპექტრს:

 

  • აუდიტი და მარწმუნებელი გარიგებები
  • საშემფასებლო მომსახურება
  • საგადასახადო და იურიდიული მომსახურება
  • საბუღალტრო მომსახურება
  • ბიზნეს კონსულტაციები“