შეხვედრა სტარტაპერებთან

22 მარტი 2018

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპერმა ნიკოლოზ გოგოჭურმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ნიკოლოზი VRex-ის თანადამფუძნებელია და უკვე ორ წელზე მეტია, თანაგუნდელებთან ერთად ვირტუალური რეალობის სფეროში მუშაობს. ის ასევე VRex სტარტაპ საქართველოს გამარჯვებულია და ცოტა ხნის წინ სილიკონის ველზეც იმყოფებოდა.

 

შეხვედრაზე ნიკოლოზ გოგოჭურმა გამოცდილება გაუზიარა დამწყებ სტარტაპერებს და უპასუხა მათთვის საენტერესო კითხვებს - რა წინააღმდეგობებს შეიძლება გადააწყდეს სტარტაპერი და ზოგადად, რატომ უნდა შექმნა საკუთარი სტარტაპი, რა გამოწვევები არსებობს ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში და სხვა.