CSB-ის მაგისტრანტების ნაშრომების დაცვა

29 ივლისი 2020
27 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის  MSc პროგრამის სტუდენტების ნინო ნოზაძის და მამია სვანიძის და MBA პროგრამის სტუდენტის ნათია ზარნაძის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს.
 
  • ნინო ნოზაძე - " სამუშაო სტრესისა და თანამშრომელთა მოტივაციის ურთიერთდამოკიდებულება"
  • მამია სვანიძე -"საქართველოში ბოსტნეულის არა სეზონზე წარმოების და რელიზაციის სიტუაციის მიმოხილვა, ძირითადი სირთულეების შეფასება და მათი გადალახვის გზები"
  • ნათია ზარნაძე - "COVID-19-ის გავლენა ონლაინ ვაჭრობის მოხმარებაზე საქართველოში" 
 
კომისიის წევრები იყვნენ - ელენე ჯღარკავა, ბუბა ლეჟავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო კუნცევა-გაბაშვილი, იზა გიგაური და ნინო ანდრიაძე.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.