CSE-ის სტუდენტი ეუთოს საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაზე

30 ნოემბერი 2019

19-23 ნოემბერს ეუთოს საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით ესათიამ მიიღო.

 

კონფერენციის მთავარი მიზანი იყო, ახალგაზრდა ლიდერებს, მეტი ინფორმაცია მიეღოთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეუთოს ინსტიტუციები და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე.

 

საერთაშორისო ექსპერტებმა ასევე განიხილეს ახალგაზრდების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების დარგში. შეხვედრა გაიმართა სამდივნოს ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ეუთოს წევრი ქვეყნებიდან.