JTI-ის წარმომადგენელი სტუმრად CSL-ში

29 მარტი 2017

28 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლას სტუმრად ეწვია, JTI Caucasus-ის (Japan Tobacco International) კავკასის რეგიონში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ჯინჭარაძე.

 

კომპანიის წარმომადგენელმა, მაგისტრანტებთან ისაუბრა თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისთვის. 

 

საუბრის თემა შეეხო:

 

  • ციფრული ერა - თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები და გამოწვევები იურიდიულ სფეროში;
  • იურისტის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე ბიზნესსა და სწრაფად ცვალებად გარემოში;
  • იურისტის, როგორც პროფესიონალის, განვითარება და ახალი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად;
  • ბიზნესის მოლოდინი იურისტებისგან გლობალურ კომპანიებში.