კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორ მაქსიმ იავიჩის ონლაინ ლექცია

16 ივნისი 2020
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს,  კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, მაქსიმ იავიჩმა მოსწავლეებისთვის, სხვადასხვა ასაკის დაინტერესებული პირებისთვის ჩაატარა ინტერაქტიული ონლაინ ლექცია „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა". 
 
პრეზენტაციისას ფონდის გრანტიორმა ისაუბრა კიბერ უსაფრთხოების პრობლემებზე, ბოლო დროს გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებზე, კიბერუსაფრთხოების პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებზე, დამაზიანებელ პროგრამებზე, ვირუსებზე და მათი პრევენციის, თავიდან აცილების გზებზე.
 
შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა მონაწილეებს ამ მიმართულებით პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მიაწოდა და მათ კითხვებს უპასუხა. 
 
ღონისძიების მიზანია ახალი კორონავირუსის - COVID 19-ის ეპიდემიის შედეგად, საზოგადოების ყველა ჯგუფის დისტანციური საქმიანობის რეჟიმზე გადასვლის პირობებში, ახალი, მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენა და კიბერ უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება.