CSE-ის სტუდენტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიანტი გახდა

1 დეკემბერი 2018

19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა, დავით ესათიამ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიიღო.

 

დავით ესათია კონკურსზე კავკასიის უნივერსიტეტმა წარადგინა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით, მას ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მიენიჭა.

 

კავკასიის უნვერსიტეტის სტუდენტს, დავით ესათიას, განსაკუთრებით აინტერესებს მშვიდობის შენების თეორიები. მას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და ინტერესი შერიგების მიმართულებით. დავითი გამოირჩევა კონფლიქტების მოგვარებისა და გადაჭრის ახლებური ხედვებით. იგი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებსა თუ პროგრამებში, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში.

 

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია გადაეცემა აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ სტუდენტებს, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.