CSH-ის დეკანის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

19 ნოემბერი 2018

12-16 ნოემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი „Erasmus +“ პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ ლილში „ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს“ სტუმრობდა.

 

ვიზიტის ფარგლებში იგი „პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ევროპული სკოლის“ (European School of Political and Social Sciences) ადმინისტრაციას და სტუდენტებს შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე სტუდენტების გაცვლის კუთხით დღეს არსებული მდგომარეობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სტუდენტებს კი მან წაუკითხა საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც პატარა ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს ეხებოდა.