ექსკურსია ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის

22 მარტი 2018

18 მარტს, კავკასიის ტურიზმის სკოლის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორის,​​​​ ლევან წიქარიშვილის ორგანიზებით ქვემო ქართლში ექსკურსია ჩატარდა. 

 

სტუდენტებმა მოინახულეს ფიტარეთის ჯვარ-გუმბათოვანი მონასტერი, რომელიც თარიღდება მე-13 საუკუნით, მდინარე ქციის ხეობა და ხულუტის ციხე მდინარე ხრამის ხეობაში.

 

ლექტორმა ჩაატარა ისტორიული მიმოხილვა და ისაუბრა ხეობის და აღნიშნულ რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალზე.