სტარაკადემის წარმომადგენლების შეხვდრა კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებთან

13 ნოემბერი 2018

13 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს კომპანიის, სტარაკადემი წარმომადგენლები შეხვდნენ.

 

სტარაკადემი 2017 წელს დაფუძნდა, ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების საბჭოსთან (Council on International Educational Exchange – CIEE), ასევე კანადის ყველაზე მსხვილ ინგლისურენოვან სასერტიფიკაციო პლატფორმასთან Global TESOL College.

 

კომპანია საქართველოში ახორციელებს საერთაშორისო კულტურული გაცვლითი ხასიათის პროგრამებს სტუდენტებისთვის.

 

სტარაკადემი მუშაობს ორ ძირითად პროგრამაზე:

 

  • იმუშავე და იმოგზაურე აშშ-ში
  • ასწავლე ინგლისური საზღვარგარეთ

 

(TESOL) შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტების ინფორმირებას ამერიკაში მოგზაურობის და მუშაობის შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრის დასრულებისას სტუმრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.