CU დასის პრემიერა - სპექტაკლი "არალეგალები"

10 დეკემბერი 2019
7 დეკემბერს, ფესტივალის "ნიღაბი 2019" ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის თეატრალური დასის "CU დასი" პრემიერა შედგა. სპექტაკლი "არალეგალები" ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა.
 
 
პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია არტურ მილერის პიესაზე „ხედი ხიდიდან“ და ადაპტირებულია CU დასის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.


მონაწილეობენ:

არჩილი - ბათო ახალბედაშვილი
ბაბი - ანკა თათარაშვილი
ნინო - ანა ჯვარშეიშვილი
ბუკა - ბასტო გოგუა
გიორგი - ალექსანდრე წიკლაური
სოსო - გიორგი გაჩეჩილაძე
ლიზა - მაშო ბაკურაძე
ტასო - ნიტა მჭედლიშვილი
ნათია - ნინი გოგია
ბაკური - ნიკოლოზ მიქავა
ალეკო - კარლენ შახდინაროვი
საიმიგრაციო სამსახურის უფროსი - გოგა თხინვალელი


სპექტაკლის რეჟისორია ვატო ჯუღელი, მხატვარი ნათია მარსაგიშვილი.
 
სპექტაკლში "არალეგალები" გამოყენებულია ლიზოს მუსიკალური ნაწარმოები „Juice”.