ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 ნოემბერი 2020

17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და შპს „ინტეგრირებულ ქართულ სისტემებს“ (GiS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებასა და თვითრეალიზაციაში, ასევე, ხელი შეუწყოს მათ სტაჟირების გავლის და დასაქმების შესაძლებლობას კომპანიაში.

 

თანამშრომლობის საფუძველზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანიის წარმომადგენლები შესაბამის გამოცდილებას გაუზიარებენ და სხვადასხვა პროექტში ჩართავენ.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ინტეგრირებული ქართული სისტემების დირექტორმა ნიკოლოზ კობახიძემ.