როლანდ ზარზიცკის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ივნისი 2018

18-21 ივნისს, კავკკასიის უნივერსიტეტს ერაზმუს+ ის პარტნიორი უნივერსიტეტიდან (Collegium Civitas, Poland) ვიცე-რექტორი აკადემიურ დარგში, როლანდ ზარზიცკი ესტუმრა.

 

ვიზიტი ერაზმუს+ ის აკადემიური მობილობის ფარგლებში დაიგეგმა. მოწვეულმა ლექტორმა კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებს სამდღიანი სალექციო კურსი შესთავაზა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე - კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტში.

 

როლანდ ზარზიცკი შეხვდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანს, ეკა აკობიას და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, დავით ნატროშვილს. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს  არსებულ ორმაგი ხარისხის პროგრამებზე, მიმდინარე თანამშრომლობაზე ერაზმუსისა და ბილატერალური გაცვლით პროგრამის განხრით და გამოთქვეს მზაობა სამომავლო პარტნიორობაზე სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით.