ITU-ს წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

31 ივლისი 2018

24 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრნენ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წარმომადგენლები - ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს, პროექტებისა და ცოდნის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი კოსმას ზავაზავა და ამავე ბიუროს მონაცემებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი, დოქტორი რატი სხირტლაძე.

 

ITU გაეროს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც განაპირობებს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში პოლიტიკის წარმართვას, სათანადო რეკომენდაციებისა და სავალდებულო სტანდარტების დაწესებას, სიხშირეთა სპექტრის მენეჯმენტს მსოფლიოში და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს ამ მიმართულებით.

 

უნივერსიტეტის დათვალიერების და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის შემდეგ დოქტორმა კოსმას ზავაზავამ გააცნო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს ნუგზარ სხირტლაძეს, გურამ ლეჟავას, ბუბა ლეჟავას, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანს შოთა ნიჟარაძეს და ამავე სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორს ნათია სულაბერიძეს ITU-ს ზოგადი პოლიტიკა და ხედვა, აგრეთვე მათი შესაძლებლობები საგანმანათლებლო კუთხით, თანამედროვე ICT (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში) და თანამდევ საკითხებში აპრობირებული სასწავლო პროგრამების რეალიზების და სურვილის შემთხვევაში გაეროს (ITU-ს) ეგიდით სათანადო სასწავლო რეგიონალური ცენტრის ორგანიზების შესაძლებლობით.

 

შეხვედრის ფარგლებში, დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით კონტაქტების გაგრძელების და სათანდო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღწევად.