კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა პირველკურსელებთან შეხვედრები გამართა

6 სექტემბერი 2018

6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ომბუდსმენმა პირველკურსელებთან შეხვედრა გამართა. სალომე კუჭუხიძემ სტუდენტებს ომბუდსმენის ოფისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

 

სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს, რატომაა მნიშვნელოვანი ობუდსმენის ჩართულობა უნივერსიტეტში, როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, რა შედის მის ვალდებულებებში და, ასევე, როგორ განისაზღვრება სტუდენტთა კონსულტირებისა და დახმარების სფეროები.

 

ომბუდსმენის ოფისი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირების, დახმარების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობის მიზნებისათვის, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საგრანტო პროექტ Erasmus+ საგრანტო პროექტ AESOP-ის (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position) ფარგლებში დაარსდა

ომბუდსმენის ოფისი მდებარეობს კავკასიის უნივერსიტეტში, ოთახი D4.

 

ელ.ფოსტა: ombudsman@cu.edu.ge