EBRD-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

4 ოქტომბერი 2019
4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა EBRD-ის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მათ სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს EBRD-ის პროექტის შესახებ საქართველოში და ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია კონკურსის შესახებ, რომელსაც ისინი სტუდენტებისთვის ახორციელებენ.
 
 
კონკურსის მიზანია იმ ძირითადი დაბრკოლებების იდენტიფიცირება, რომლებიც ამჟამად საქართველოში კერძო ბიზნესების წინაშე დგას. სტუდენტებს ექნებათ შანსი, მიიღონ მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში EBRD-ის პრიორიტეტების განსაზღვრაში.
 
 
კონკურსში გამარჯვებულებს ექნებათ შანსი ერთი კვირის განმავლობაში იმუშაონ EBRD-ის ოფისში, თბილისში.
 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს