აგრო კონკურსი - Future Agro Challenge

14 მაისი 2019

10-12 მაისს, ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge ჩატარდა. Future Agro Challenge-ი უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ღონისძიების სამი გამარჯვებულიდან ორი კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორის C10-ის სტარტაპ გუნდებია.

 

გუნდს Insect killer გადაეცა ფულადი ჯილდო 2000 ლარი, რაც ამ გუნდის უკვე მეორე დიდი წარმატებაა. გასულ წელს, სტარტაპმა მოიპოვა GITA-ს გრანტი, 5000 ლარი, რისი დახმარებითაც შეიქმნა პროდუქტის პროტოტიპი.

 

გუნდი UNKNOWN, რომლის ყველა სტარტაპერი CST-ს პირველი კურსის სტუდენტია, გააგრძელებს მუშაობას პროექტზე ფერმერთა ასოციაციის წევრი კომპანიების კონსულტაციების დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით. ეს გუნდი გასულ წელს TeamUp ჰაკათონის გამარჯვებულია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა.

 

პროექტი კავკასიის უნივერსიტეტისა და სტარტაპ აქსელერატორ C10-ის პარტნიორობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Tbilisi Startup Bureau-სა და ბილაინის მხარდაჭერით განხორციელდა.