ჯანდაცვის ბიზნეს-ქეისების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა

20 დეკემბერი 2019

18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსი ჩატარდა სალექციო კურსის „ჯანდაცვის მენეჯმენტი“ ფარგლებში. კურსის ლექტორი - თენგიზ ვერულავა, პროფესორი, მედიცინის დოქტორი.

 

კონკურსზე სტუდენტების მთავარი ამოცანაა შემოქმედებითი, ინოვაციური და უნიკალური იდეების მოფიქრება, რომელიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას სამედიცინო ორგანიზაციების მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად.

 

კონკურსზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 

  1. მარიამ ბოგდანოვა, ანი ჭაბუკიანი, ანა რობაქიძე, თამარ მიქაძე - დიდი საავადმყოფო და პატარა კლინიკა: ექიმის და პაციენტის პერსპექტივა
  2. სანდრო ჯავახიშვილი, ანრი ბარამიძე, ალექსანდრე თანანაშვილი, ლაშა ავალიშვილი - მოხუცთა თავშესაფრის პერსონალისა და ბენეფიციარის ურთიერთობა
  3. მაჭარაშვილი გიორგი, სინატაშვილი ნინო, ტეფნაძე გიორგი - მენეჯერის გამოწვევები ადამიანური რესურსების დაქირავებასთან დაკავშირებით
  4. ელენე ჩიჩუა, ბესო დალაქიშვილი, ზუკა კობალავა, ქეთი მჟავანაძე, ცოტნე გელოვანი - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გამოწვევები
  5. კუჭუხიძე ირინა, კოკაშვილი ელენე - სამშობიარო სახლის პერსონალის ემოციური ინტელექტის შეფასება
  6. ძერყორაშვილი მარიამი, ღვინეფაძე ანა - მედიქეას სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში საპენსიო მოსახლეობის ჩართვის გამოწვევები

 

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.