კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

23 დეკემბერი 2019
21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
 
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
 
  • ელენე კვირიკაშვილი (MSc) - "საქართველოში, საპენსიო რეფორმის დამსაქმებლებსა და დასაქმებულებზე გავლენის კვლევა"
  • ქეთევან ახმეტელი (MSc) - "შრომითი კმაყოფილება Scrum გუნდებში"
  • ეკა ცინცაძე (MSc) - "სამეწარმეო ქცევის არსი მცირე და საშუალო საწარმოებში: მომსახურების სფეროს ორი ქართული კომპანიის მონოგრაფიული გამოკვლევა"
  • ქეთევან ასანიძე (MSc) - "ორგანიზაციული კულტურა და სამუშაო სტრესი"
  • ქრისტინე ნოზაძე (MBA) - "მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი OTC მედიკამენტებზე საქართველოში: პროდუქტების შედარების შეფასება და ფასების ცნობიერების მოდერაციული როლი"
 
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები ნუგზარ სხირტლაძე, ელენე ჯღარკავა, ბუბა ლეჟავა და ნინო კუნცევა-გაბაშვილი.