კინოჩვენება და დისკუსია - 12 განრისხებული მამაკაცი

10 დეკემბერი 2019

9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ და ჭავჭავაძის ცენტრმა გამართეს ერთობლივი ღონისძიება „ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის.“

 

„ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმართება კინოჩვენებები და დისკუსია მოქალაქეობისა და მართლმსაჯულების თემაზე.

 

პროექტის ფარგლებში, გაიმართა სიდნი ლუმეტის 1957 წლის ფილმის ჩვენება, რომელიც ყველა იურისტისა და სამოქალაქო აქტივისტის მიერ აუცილებლად სანახავ კინოდ მიიჩნევა - „12 განრისხებული მამაკაცი“. კავკასიის უნივერსიტეტის სტუმარი იყო მწერალი, ილიაუნის პროფესორი ნოდარ ლადარია. პროექტი წარადგენას და დისკუსიას გაუძღვა ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიური ფონდის D66-ის და IDI-ს მხარდაჭერით.

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ახალგაზრდებმა სამართლის სპეციალობით და სკოლა „პროგესის“ მოსწავლეებმა.