ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

23 დეკემბერი 2019

14, 15 და 21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

14 დეკემბერს აბიტურიენტებმა შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი, დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა განიხილეს. მათ ქეისები დაურიგდათ და როლები გაუნაწილდათ.

 

15 დეკემბერს მონაწილეებმა იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადებისთვის მიიღეს ინფორმაცია.

 

21 დეკემბერს კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

 

პროცესს გაუძღვა შოთა ტყეშელაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი.