საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის დაცვა

31 ივლისი 2020

30 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის სტუდენტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმების დაცვა გაიმართა.

 

პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის ჩაბარება და ზეპირი დაცვა საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის სავალდებულო კომპონენტებია, რომლის ფარგლებში დოქტორანტები იღებენ შესაბამის წერილობით და ზეპირ უკუკავშირს.  აღნიშნული პროცესი მათ ეხმარება საკუთარი კვლევითი დღის წესრიგის შემდგომ განვითარებაში.

 

კოლოქვიუმების ზეპირი დაცვის კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მოწვეული პროფ. სერგი კაპანაძე, პროფ. თორნიკე თურმანიძე, ასოცირებული პროფ. ეკა აკობია, ასოც. პროფ. ემირ ეთერია. კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფ. დავით დარჩიაშვილი.

 

კოლოქვიუმების ზეპირ დაცვაზე წარადგინეს შემდეგი ნაშრომები:

 

  1. მარიამ ქობულია, კოლოქვიუმი II, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ლიბიასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში 2011-2013 წლებში.

 

  1. გიორგი გოგუაძე, კოლოქვიუმი I - ,,საქართველოს მოქალაქეების გადინება 2013-2016 წლებში სირიასა და ერაყში მოქმედ ექსტრემისტულ ჯგუფებში“ და კოლოქვიუმი II - ,,ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია: ლიტერატურის მიმოხილვა“.

 

პროსპექტუსის ზეპირი დაცვის კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მოწვეული პროფ. სერგი კაპანაძე, პროფ. თორნიკე თურმანიძე, ასოცირებული პროფ. ეკა აკობია, ასოც. პროფ. ემირ ეთერია. კომისიის მოწვეული წევრი, ილიას უნივერსიტეტის პროფ. დავით დარჩიაშვილი. ზეპირ დაცვაზე წარმოდგენილ იქნა თინათინ ხიდაშელის პროსპექტუსი: პატარა ქვეყნის დიდი სტრატეგია - საქართველოს ქეისი შედარებითი ანალიზის შუქზე (სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოწვეული პროფ. დავით დარჩიაშვილი).

 

დოქტორანტებმა მიიღეს შეფასება, შესაბამისი უკუკავშირი დარგის სპეციალისტებისგან და გადავიდნენ კვლევის შემდგომ ეტაპებზე.