საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

11 ივლისი 2019

11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" იმართება, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია.

 

ბათუმის კონფერენცია ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენციაა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მნიშვნელოვანი შედეგებია: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა ევროპაში.

 

კონფერენციას ესწრება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.