საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

21 დეკემბერი 2019

21 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის, უკვე მეოთხედ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აუდიტორიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

 

საინფორმაციო შეხვედრას თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს CU კამპუსში საახალწლო გარემო დახვდათ და შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.

 

საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებისთვის 2020 წლის იანვრიდან განახლდება