საჯარო ლექცია - "2019 წლის ტურისტული სეზონის შეჯამება"

24 დეკემბერი 2019
23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "2019 წლის ტურისტული სეზონის შეჯამება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ: სტატისტიკა და ტენდეციები."
 
 
საჯარო ლექციას წარუძღვა მოწვეული სპიკერი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე. 
 
 
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.