სამუშაო შეხვედრა სკოლა აიბი მთიებთან

10 ივნისი 2019

10 ივნისს, სკოლა აიბი მთიებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, შეხვედრა ეხებოდა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში სკოლა პანსიონის “High School” -ის პროფილური სკოლების აკადემიურ პროგრამებში შესატან ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დროს კახა შენგელია ესაუბრა აიბი მთიების მოსწავლეებს, მათი თხოვნით უახლოეს დღეებში დაიგეგმა აიბი მთიების მოსწავლეების სტუმრობა კავკასიის უნივერსიტეტში, გაცნობითი ტურის ფარგლებში.

 

ასევე კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სკოლის პროფილური მიმართულებების ხელმძღვანელებს შორის შედგა საქმიანი მოლაპარაკება, სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩაინიშნა უახლოესი სამუშაო შეხვედრები. შეხვედრის დასასრულს, სკოლა აიბი მთიების დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ კახა შენგელიას გადასცა სიმბოლური საჩუქარი, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატი.