შიდასასკოლო კონტესტი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში

16 დეკემბერი 2019

15 დეკემბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო კონტესტი პროგრამირებაში. ამოცანების ტესტირება მიმდინარეობდა informatics.ge ზე ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტის მიერ შექმნილი ამოცანათა ტესტირების სისტემის გამოყენებით.

 

კონტესტი ჩატარდა სტუდენტური წესით,  მონაწილეებს მიეცათ სხვადასხვა სირთულის ექვსი ამოცანა, რომელთა ნაწილი შედგენილი იყო საორგანიზაციო ჯგუფის მიერ, ნაწილი კი აღებული იყო სხვა ოლიმპიადებიდან .

 

 საუკეთესო შედეგი - ოთხი ამოხსნილი ამოცანა სანდრო სხირტლაძეს ეკუთვნის, რომელმაც დაიმსახურა პირველი ადგილი.

 

 საპრიზო ადგილებზე გასულმა სტუდენტებმა მიიღეს ბონუს ქულები სპეციალობის საგნებში.

 

 საორგანიზაციო ჯგუფი:

 

 ზაზა გამეზარდაშვილი - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ასისტენტ-პროფესორი; საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკის ნაკრების თანალიდერი.

 

 თემურ თაკალანძე - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი, ამოცანათა ტესტირების სისტემის შემმუშავებელი, Back-end დეველოპერი (კომპანია "ომედია").