სკოლა „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

6 ივნისი 2019

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა სკოლა „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეებს და სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პრეზენტაცია გამართეს, თემაზე: „მე ვარ ბავშვი." მათ ბავშვთა უფლებებზე და ამ კუთხით არსებულ რეალობაზე ისაუბრეს. პრეზენტაციის ბოლოს დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მოსწავლეებისთვის კითხვები დაესვათ.

 

სტუმრებმა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს და უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.