სიახლეები

22
თებ
საინფორმაციო შეხვედრა GITA-ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე

21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა.

21
თებ
ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ბიზნესის სკოლას შორის, გერმანია

კავკასიის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ბიზნესის სკოლას, გერმანია (Munich Business School, Germany) შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

17
თებ
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

17 თებერვალს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

17
თებ
საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

16 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში (Erasmus+/ Bilateral Exchange) მონაწილე სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც სასწავლო პროცესს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებენ.

16
თებ
კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისთვის

16 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰაკათონი - „კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისათვის“- გაიმართა. რომელში მონაწილეობასაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 2-4 კაციანი გუნდები იღებდნენ.

15
თებ
ტრენინგ კურსი „აიბი მთიების“ მოსწავლეებისთვის - „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კერძო სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებისთვის,  ჩატარდა  ტრენინგკურსი სახელწოდებით - „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“, რომლის მიზანიც იყო  სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში.  ტრენინგკურსი მოიცავდა სამდღიან ინტენსიურ მენტორინგ სესიებს და თემატურ ვორკშოპებს.

14
თებ
თენგიზ ვერულავას სტატია ამერიკულ გავლენიან საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა

ამერიკულ გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Hospital Topics“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას სტატია „Job Satisfaction and Associated Factors among Physicians".

12
თებ
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით, წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

05
თებ
ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტს ლატვიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ედიტე მედნე ეწვია.

02
თებ
საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული სამაგისტრო სტიპენდიების შესახებ

7 თებერვალს, 16:00 საათზე, პლატფორმა ზუმის მეშვეობით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული სამაგისტრო სტიპენდიების შესახებ. ვებინარს გაუძღვება კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.

29
იან
მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში, შეხვედრები სკოლის მასწავლებლებთან

ჟან მონეს მოდულის პროექტის - მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში (EUMLGE) ფარგლებში, 2023 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან თბილისის N55-ე, მარნეულის N2-ე  და თბილისის რობერ შუმანის ევროპულ სკოლაში.

29
იან
გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“

ფილოსოფიის Q1 კატეგორიის ჟურნალში Philosophy & Social Criticism გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის აფილირებული პროფესორის, გიორგი ცხადაიას სტატია „პოლიტიკური ვალდებულების უნივერსალისტური თეორიისკენ: პოსტ-სტრუქტურალისტური მიდგომა“.

29
იან
,,თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტში

26 იანვარს, ნერსისიანის სასულიერო სკოლის დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტში  „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს  და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.

29
იან
პროექტ „ასწავლე თავისუფლებისთვის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

27 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ „ასწავლე თავისუფლებისთვის“ ინგლისური ენის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

26
იან
CU-ის აფილირებულ პროფესორის,ცისანა ბიბილეიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

25 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, აფილირებული პროფესორის ცისანა ბიბილეიშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

26
იან
ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”

კავკასიის მედიცინის სკოლის და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის მიერ სკოლის აკადემიური პერსონალის მეთოდოლოგიური მომზადების მიზნით მიმდინარეობს მეთოდოლოგიური ტრენინგ-სემინარების ციკლი “თანამედროვე სამედიცინო განათლების საფუძვლები”. 2024 წლის 24 იანვარს ჩატარდა ციკლის I კლასი  - „პარადიგმის ცვლილება: მედიცინის სწავლებიდან - მომავლის ექიმის უნარების ათვისებამდე“.

25
იან
პროექტის„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ის პრეზენტაცია

2024 წლის 25 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის  მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების შემუშავება.

24
იან
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

24 იანვარს, CU კამპუსში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

24
იან
Sciences Po წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, სესილი მარინს, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, Sciences Po, საფრანგეთი, ევროპის საერთაშორისო საქმეთა განყოფილების ცენტრიდან უმასპინძლა.