მიღების წესი
კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
- გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
- კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამის მისაღები ტესტი (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B1 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ კითხვებს)
- მიმღები კომისია განიხილავს ყველა აპლიკაციას და შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ პერსონალური გასაუბრება/ინტერვიუ
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლები
- პირადობის მოწმობის ასლი
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი
- CV/რეზიუმე
- 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
- 2 სარეკომენდაციო წერილი
- სამოტივაციო წერილი
თარიღები
- საბუთების მიღება: აგვისტო, 2019
- CSB-ის მიმღები სამაგისტრო ტესტი: სექტემბერი, 2019
- CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტების გასაუბრება: სექტემბერი, 2019
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად
მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით
CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ თქვენ:
- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
- ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
- და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
CU სტანდარტული გადასახადი | CU გრანტის მოპოვებისას | CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას |
4 950 ლარი | 2 475 ლარი | 1 350 ლარი |