მიღების წესები

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლება აქვს:

 

  • მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (უნდა წარმოადგინოს აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ან/და 2.5-ზე მეტი GPA სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერ სპეციალობაზე (სასურველია, პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, იურუსპრუდენცია, ევროპული კვლევები, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა და სხვა შესაბამისი სპეციალობები).

 

დოქტორანტურაში ჩასარიცხად კანდიდატს ევალება:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა;
  • სამოტივაციო წერილის და კურიკულუმ ვიტას ჩაბარება კომისიისთვის;
  • წიგნის ან სამეცნიერო სტატიის 1-2 გვერდიანი მიმოხილვა-ანალიზი (აპლიკანტმა უნდა მიმოიხილოს ნებისმიერი წიგნი ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროდან, რომელიც მან ბოლო დროს წაიკითხა. მათ უნდა აღნიშნონ რას ეხებოდა, რა ისწავლეს მისგან და რატომ მოეწონათ/არ მოეწონათ და რამდენად რელევანტური იყო გამოყენებული კვლევის მეთოდები,ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადოქტორო კვლევის წინასწარი მონახაზი/პროსპექტუსი (რომელიც შემდგომ შესაძლებელია შეიცვალოს);
  • საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, რაც უნდა დასტურდებოდეს წარმოდგენილი სერტიფიკატით (ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის არქონის შემთხვევაში ინიშნება გამოცდა);
  • სერტიფიკატის წარდგენისგან კანდიდატი განთავისუფლდება, თუ მას ინგლისურ ენაზე ნასწავლი აქვს საზღვარგარეთის უნივერსიტეტში (მინიმუმ 1 სემესტრი), ან დასრულებული აქვს ინგლისურენოვანი საბაკალავრო, ან სამაგისტრო პროგრამა;
  • ონლაინ რეგისტრაცია

 

აპლიკანტების საბუთების მიღება: 1-14 სექტემბერი

აპლიკანტების მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 25 სექტემბერი

 

დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართი (ნიშნების ფურცელი);
  • 2 ცალი პასპორტის ფოტოსურათი (ასევე, იგივე ჩაწერილი CD-ზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის);

 

სწავლის საფასური:

 

პროგრამის წლიური ღირებულებაა 2500 ლარი.