ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითი“-ს შორის 

25 ნოემბერი 2019

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, სტუდენტთა ჩართვა ემპირიულ კვლევებში და მათ მიერ შესაბამისი უნარების გაძლიერება. მემორანდუმის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ „ეისითი“-ს სხვადასხვა დეპარტამენტში და ქვებრენდ ACT Impact-ში.

 

მემორანდუმის ფარგლებში, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი „ეისითი“-ს კონსულტანტების მონაწილეობით, რომლებიც სტუდენტებს მოუყვებიან სოციოლოგიის გამოყენების პრაქტიკებზე ქართულ რეალობაში.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და კომპანია „ეისითი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან თელიამ.

 

შეხვდერაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია მომავალი თანამშრომლობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.