კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტში

26 სექტემბერი 2019

7-9 სექტემბერს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (European Youth Parliament) თბილისის სესია გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ასამდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი დელეგატების სახით სესიაზე წარმოადგინეს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებმა მარიამ სირაბიძემ, სოფო ბაქრაძემ, თათა ხოხაშვილმა და ელა სხირტლაძემ, კავკასიის ბიზნესის სკოლიდან - ლუკა ფარუნაშვილმა. სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტების საქმიანობაში, მათ შორის სამოქალაქო თავისუფლების, სამართლიანობისა და საშინაო საქმეების, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტში. სხვა დელეგატებთან ერთად იმსჯელეს კონკრეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.


სესიის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.