საერთაშორისო კონფერენცია „ციფრული ბიომედიცინა“ CU სტუდენტის წარმატება

28 სექტემბერი 2019

26-27 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია „ციფრული ბიომედიცინა“, გაიმართა. რომელიც იყო საერთაშორისო სერტიფიცირებული პროექტის “BIOMED2019”-ის დასკვნითი ღონისძიება.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და ახალგაზრდა მკვლევარებმა საქართველოდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, სლოვაკეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის ირმა ხაჩიძის ხელმძღვანელობით კონფერენციაზე მოხსენების სახით წარსდგნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები - ლაშა ჩანთაძე და გიორგი ტყემალაძე. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი საუკეთესო მომხსენებლების გამოსავლენად და დაწესდა ყოველწლიური ჯილდო ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა კავკასიის უნვიერსიტეტის სტუდენტმა ლაშა ჩანთაძემ, რომელსაც ის მომავალი წლის გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერს თავად გადასცემს გარდამავალ მედალს.