პროგრამის მიმოხილვა

ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა: მისანიჭებელი კვალიფიკაცია - რეგიონმცოდნეობის ბაკალავრი ევროპისმცოდნეობაში.

 

პროგრამა ინტერდისციპლინურია, რაც გულისხმობს ევროპის კონტინენტის, ევროპაში მიმდინარე პროცესების შესწავლას ისტორიის, პოლიტიკის, სამართლის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიჯნაზე.

 

შესაბამისად, ევროპისმცოდნე სპეციალისტების პროფესიული უნარების გამოყენების სპექტრი ფართოა. კურსდამთავრებულს შეუძლია შეასრულოს კონსულტანტის, რეფერენტის, დიპლომატის, ექსპერტის ფუნქცია სახელმწიფო ორგანოებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, წარმომადგენლობებსა და კულტურულ ცენტრებში საზღვარგარეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.