პროგრამის სტრუქტურა

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო პროგრამები მოიცავს არანაკლებ 240 ECTS კრედიტს. წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში –  30 ECTS კრედიტს.  შესაბამისად, საბაკალავრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს.

 

სასწავლო წელი  აგებულია სემესტრული პრინციპით. ერთი სემესტრი მოიცავს 19 სასწავლო კვირას. სასწავლო წელი კი დაგეგმილია 38 კვირაზე.

 

1 ECTS კრედიტი უდრის 25 Cr. საათს, რაც მოიცავს, როგორც სტუდენტის საკონტაქტო  დატვირთვის დროს - ლექციების, სემინარების, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების სახით, ასევე, მისი დამოუკიდებელი მუშაობის დროს. ამაში შედის შუალედური და საბოლოო შეფასებისათვის, საშინაო დავალების მომზადებისა და პრეზენტაციისათვის განკუთვნილ საათები. დამატებით შესაძლებელია ზაფხულის სემესტრის ორგანიზებაც.