მიღების წესები

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

 

სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში გადმოსვლის სურვილის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლის და საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს საბაკალავრო პროგამების დირექტორი და სკოლის დეკანი, მათ მიერ შეთანხმებული შესაბამისობის საფუძველზე, სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ერთიანი ბრძანებით.