კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტებმა ინტერნეტ რადიო შექმნეს

11 იანვარი
პროექტის მიზანია ახალგაზრდული ინტერესების იდენტიფიცირება, საინტერესო თემებზე რადიო გადაცემების მომზადება და რეგულარული მაუწყებლობის შექმნა, შესაბამისად, კონკრეტული აუდიტორიის მოზიდვა და დაინტერესება განსხვავებული პროექტებით - ისეთით, რომლის მსგავსიც კონცენტრირებულად სხვა მაუწყებლებს არ აქვთ და რომელიც ამ რადიო არხს მოუპოვებს მუდმივ მსმენელს - 15-25 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის.

ონლაინ რადიოს შექმნაში CSM-ის სტუდენტებს დონორები დაეხმარნენ, რომლებთანაც თანამშრომლობა პროექტის მიზნების მისაღწევად გრძლედება. სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გამოცხადებულ კონკურსში MICROWAV.FM, გაიმარჯვეს და რადიოც უკვე აამუშავეს.

ამ მომენტისთვის პროექტში მონაწილე CSM–ელებმა გაიარეს "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (SIDA) დაფინანსებით და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ ორგანიზებული ტრენინგი, სადაც მათ აითვისეს ონლაინ რადიოს შესაქმნელად და სამართავად აუცილებელი საბაზისო უნარ–ჩვევები. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია მედიის სკოლის 20–მდე სტუდენტი.