CSM-ის სტუდენტები სტაჟირებაზე რადიო "თავისუფლების" პრაღის ცენტრალურ ოფისში

19 ნოემბერი 2012
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მათ ერთი თვე ინტერნთა მომზადების პროგრამის ფარგლებში გაატარეს და საერთაშორისო დონის ნიუსრუმში დაეუფლნენ ახალი ამბების თარგმნისა და რედაქტირების, აუდიო ფაილების ტექნიკური დამუშავების, სიუჟეტების მომზადებისა და ინტერვიუს აღების ტექნიკას. კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალები რადიოს ქართული სამსახურის ეთერში გადაიცა.

კავკასიის მედიის სკოლასა და რადიო "თავისუფლებას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის თებერვალში გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, CSM აქტიურად თანამშრომლობს რადიო "თავისუფლების" მედია სკოლასთანაც.


{mp3}pragis_2012_wlis_gei_paradi{/mp3}


{mp3}csm_studentebis_namushevari2{/mp3}


{phocagallery view=category|categoryid=194|limitstart=0|limitcount=0}