CSM-ის სტუდენტებმა ჟურნალისტური მასალები გამოაქვეყნეს

8 ივლისი 2012

მასალების მოსამზადებლად მომავალი ჟურნალისტები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებს და დევნილთა დასახლებებს ესტუმრნენ. მომავალმა ჟურნალისტებმა წარმატებით შეძლეს მუშაობა მულტიმედიურ ფორმატებში. მათ შექმნეს ვიდეო, ფოტო და ტექსტური ნამუშევრები. ასევე, სტუდენტებმა ვიდეომასალები დაამონტაჟეს და სტატიები ვიზუალურადაც გამართეს. რეალურ გარემოში მუშაობამ მათ კარგი გამოცდილება შესძინა. მასალები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.