გერმანული "DW Akademie"-ის საჩუქარი CSM-ს

4 აპრილი 2019

3 აპრილს, კავკასიის მედიის სკოლის ონლიან რადიო CSM-მა გერმანული "DW Akademie"-ის საჩუქარი მიიღო. სტუდენტურ სტუდიას პროფესიონალური ხმის ჩამწერი აპარატურა დოიჩე ველეს წარმომადგენლებმა: სოფიკო სიჭინავამ, თამარ კაკულიამ და თინა დვალიშვილმა გადასცეს.

 

ონლაინ Radio CSM 4 წლის წინ შეიქმნა. დოიჩე ველეს რადიოს მენტორშიფის პროგრამა რადიოში მედიის სკოლის უკვე 4-მა თაობამ გაიარა.