პროგრამის მიმოხილვა

 

რა არის ჩვენთან განსხვავებული? თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი; დასავლეთის უნივერსიტეტების პრაქტიკის გათვალისწინებით შედგენილი პროგრამები; წარმატებული და დასავლური განათლების მქონე პრაქტიკოსები ლექტორებად; სწავლის პროცესში თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება; საერთაშორისო გაცვლები; მედიის სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმება.

 

ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ მიიღოთ უნივერსალური განათლება და პროფესიული უნარები; ჩვენი მიზანია, თქვენ ფლობდეთ ახალ ტექნოლოგიებს: ხედავდეთ, ქმნიდეთ, ცვლიდეთ; ჩვენი პირობა - თქვენ შეძლებთ იყოთ გამორჩეულები.

 

 

პროგრამის დასრულების შემდეგ გენიჭებათ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციაში/ჟურნალისტიკაში.

 

ამ პროგრამაზე თქვენ სიღრმისეულად ისწავლით: ჟურნალისტურ ნორმებს, ღირებულებებს, ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს, მედია ორგანიზაციების მართვას და მენეჯერულ რგოლებში მუშაობის პრინციპებს, კომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულების - საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR), მარკეტინგისა და რეკლამის საფუძვლებს, მედიის კვლევებს.