მიღების წესები

მიღების წესი:
 

კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება
  • ინგლისური ენის ცოდნა, ბ2 დონეზე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან გაიაროთ საუნივერსიტეტო ტესტირება;
  • ინტერვიუ საუნივერსიტეტო კომისიასთან.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • CV/რეზიუმე
  • 1 ცალი პასპორტის ფოტოსურათი/CD
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (მამაკაცებისთვის)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი
  • სამოტივაციო წერილი
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
 
თარიღები:
 
  • საბუთების მიღება: 3 დან 31 აგვისტომდე. ოთახი A2
  • გასაუბრება: 3-4 სექტემბერი, 2020;
  • ტესტირება ინგლისურში - 5 სექტემბერი, 2020
  • CU გრანტის მოპოვების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება  - 7 სექტემბერს, 2020
     
 
 
გადახდის პირობები

კავკასიის მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სრული ღირებულება 9900 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  1. თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  2. თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ 90 000 საგრანტო ქულაზე მეტს
  3. თუ წარმატებით გაივლით გრანტის მსურველთათვის დანიშნულ ტესტირებას სპეციალობაში (ტესტის ნიმუში)
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
 4 950 ლარი 2 475 ლარი  1 350 ლარი 

 

იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.