რადიო პროექტები

Radio CSM შეიქმნა 2014 წელს. ეს არის სტუდენტური მედია და მის კონტენტს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების სხვადასხვა თაობა ქმნის. რადიო მუშაობს ონლაინ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. მას იპოვით ყველგან, სადაც ინტერნეტია. მსმენელს აქ შეუძლია მოისმინოთ სტუდენტურ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მუსიკა და გადაცემები.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტების გარდა, რადიოს პროექტში ჩართულები არიან მედიის სკოლის პიარის პროგრამის სტუდენტებიც. მათი მოვალეობა მსმენელთა ინტერესების იდენტიფიკაცია, სამიზნე ჯგუფების დადგენა და რადიოს პოპულარიზაციაა.

 

რადიო CSM დონორების - "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.  სტუდენტურ გუნდს კონტენტის შექმნაში დღეს მენტორობას უწევს “დოიჩე ველეს აკადემია” და მისი წარმომადგენელი თინათინ ცისკარიძე.

 

რადიო CSM

 

 

III-IV კურსის ნამუშევრები (2017-2018)

 

წარმოგიდგენთ რადიოგადაცემების მომზადების კლასის ფინალურ პროექტებს.

ლექტორი: თინა ცისკარიძე, მხარდამჭერი: დოიჩე ველე. 

 

გადაცემა "გენდერის ჭრილში".

ავტორები: სოფო გოზალიშვილი, მარიამ არეშიძე, ნინო კობალაძე, ანა ღლონტი, მარიამ ხაჟომია​.

 

გადაცემა "დილა CSM-ზე".

ავტორები: თორნიკე გელოვანი, დეა მიქაშავიძე, ნუცა აბრამია, ხატია ბიბილურიძე, ელენე ინდუაშვილი.

 

გადაცემა "ფემინომენი".

ავტორები: ქეთა ბაღაშვილი, ნანო ჩაკვეტაძე, ქეთი გაგოშიძე, ნატა გელაშვილი, მარიამ ნიკოლაიშვილი

 

გადაცემა "ვისაუბროთ ჩვენს უფლებებზე".

ავტორები: თათო გოგოლაშვილი, ელენე კიკალიშვილი, ელენე ბარჯაძე, ანა მაისურაძე, ანა მაჩაბელი.

 
 

 


III-IV კურსის ნამუშევრები (2014-2015)

 

2015 წელს მედიის სკოლის III-IV კურსელებმა შექმნეს ონლაინ რადიო CSM, რომელიც სატესტო რეჟიმში თებერვლიდან მუშაობს. ფონდების "ღია საზოგადოება საქართველოსა" და "სიდას" საშუალებით სტუდენტების ჯგუფმა გაიარა რამდენიმე ეტაპიანი ტრენინგი, რის შემდეგაც რადიოს კონტენტს, მუსიკალურ და ტექნიკურ ნაწილს მთლიანად თვითონ ქმნიან და მართავენ 10:00-21:00. მისი მოსმენა შეგიძლიათ  ონლაინ რადიოს ფეისბუკის გვერდზეც.



ამჟამად რადიო დატვირთულია მუსიკით და გადაცემებით: "ლიტერაცია", "მოგზაური", "სოციოგრამა". სტუდენტური ნამუშევრების მოსმენა ასევე შეგიძლიათ მედიის სკოლის souncloud-ის სივრცეშიც.


 

 III კურსის ნამუშევრები (2011-2012)

 

კავკასიის მედიის სკოლის მესამე კურსის სტუდენტებმა ირინე კურტანიძემ, დეა კურკუმულმა და თამარ ღვინიანიძემ რადიო თავისუფლების" სტაჟირების კურსი გაიარეს.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მათ ერთი თვე ინტერნთა მომზადების პროგრამის ფარგლებში გაატარეს და საერთაშორისო დონის ნიუსრუმში დაეუფლნენ ახალი ამბების თარგმნისა და რედაქტირების, აუდიო ფაილების ტექნიკური დამუშავების, სიუჟეტების მომზადებისა და ინტერვიუს აღების ტექნიკას. კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული მასალები რადიოს ქართული სამსახურის ეთერში გადაიცა.

კავკასიის მედიის სკოლასა და რადიო "თავისუფლებას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის თებერვალში გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, CSM აქტიურად თანამშრომლობს რადიო "თავისუფლების" მედია სკოლასთანაც.


 

 


 

 III კურსის ნამუშევრები (2010-2011)

 

ერთ საათიანი ფორმატის რადიო გადაცემების მომზადებით დასრულდა მედიის სკოლის რადიოს კლასი. მას ჟურნალისტი დავით პაიჭაძე უძღვებოდა. სტუდენტები კურსის განმავლობაში გაეცნენ რადიო გადაცემების მომზადების სპეციფიკას და თვითონაც შეძლეს ამ ფორმატში დამოუკიდებელი პროექტების შექმნა. 

„დილის პროგრამა", ავტორები: სალომე მოდებაძე, თამთა გაზაშვილი, სალომე კვირიკაშვილი, ნუცა აბაშიძე, ნანუკა ქაჯაია. 

"დილის პროგრამა", ლევან ჟორჟოლიანი, ანა ვაწაძე.

"დილის პროგრამა", ნინო იმნაიშვილი, გვანცა პაპავაძე, ელენე გვასალია, ანი დგებუაძე