დეკანის მიმართვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის (CST) ვებგვერდზე.

ინფორმაციული ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც ყველა დარგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საინფორამციო სისტემების სპეციალისტი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში.

სკოლა გთავაზობთ მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს: ბაკალავრიატი - ელექტრონიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები, არქიტექტურა, ტელეკომუნიკაცია, ინფორმატიკა. მაგისტრატურა - ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ საინფორამციოს სისტემების სფეროში და არიან წარმატებული პროფესიონალები.

სკოლის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია შესაბამისი სპეციალობით.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ხელს შეგიწყობთ, რომ პროფესიონალებად იქცეთ და დასაქმდეთ. გელით ყველას, ვისაც გაინტერესებთ ინფორმაციული ტექნოლოგიები.
გისურვებთ წარმატებას.

შოთა ნიჟარაძე,
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი