მიღების წესები

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

ჩასაბარებელი საგნები: 

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული ან რუსული ან ფრანგული);
  • მესამე სავალდებულო საგანი: მათემატიკა ან ფიზიკა

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

 

  • სკოლის ატესტატი (ორიგინალი)
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი
  • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც)
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი (შეგიძლიათ დაბეჭდოთ აბიტურიენტის პირადი გვერდიდან)
  • დამატებითი ინფორმაციის ფორმა #1 (ჩამოტვირთეთ, შეავსეთ და წარადგინეთ დანარჩენ დოკუმენტებთან ერთად)